Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მუქარის შემდეგ

ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მუქარის შემდეგ

15/06/2023 13:17:11 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ხუთშაბათს აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი მცირე რადიუსის რაკეტა გაუშვა ერთ საათზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც გამოვიდა გაფრთხილებით "გარდაუვალი" პასუხის შესახებ სამხედრო წვრთნებზე, რომელიც დღეს დილით ჩატარდა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ძალების მიერ,– წერს Reuters.

რამდენიმე ათასი სამხედროს მონაწილეობით გამართულ წვრთნებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი დაესწრო.

ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ წვრთნები რეგიონში სამხედრო დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და მისი ჯარები მკაცრად უპასუხებენ „მტრის პროვოკაციებს“.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გაუშვა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ტოკიოში იმყოფებოდა იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შესახვედრად.

გასული თვის ბოლოს ფხენიანმა წარუმატებლად სცადა ჯაშუშური თანამგზავრის გაშვება.

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების და ატომური იარაღის პროგრამები აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით. ამისთვის ქვეყანა სანქციების ქვეშაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S