შვეიცარიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაშო დაიბარეს
15/06/2023 12:49:35 მსოფლიო
შვეიცარიის ელჩი ანკარაში ჟან-დანიელ რუხი ხუთშაბათს დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის "წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციის საპასუხოდ", რომელიც წინა დღეს ციურიხში მოხდა.
ელჩს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა.
თურქეთმა შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს "პროვოკაციაში" მონაწილე ყველა პირი.
14 ივნისს ჯგუფმა "ციურიხის რევოლუციური დარტყმის კოლექტივი" ციურიხში UBS ბანკის ერთ-ერთ ოფისთან აქცია გამართა, რომლის დროსაც თურქეთის დროშაც დაწვეს.


