ბოლო ორ დღეში რუსულ Sukhoi Superjet-100-ს ავარიული დაშვება მეორედ მოუხდა
15/06/2023 12:33:04 მსოფლიო
თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 კონდიციონირების სისტემის გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა ირკუტსკში, – იუწყება ტელეგრამ–არხი Shot.
მისი ცნობით, გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟმა დაშვება მოითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავმა რამდენიმე წრე გააკეთა აეროპორტის თავზე, რათა საწვავი დაეხარჯა. კომპანია IrAero-ს თვითმფრინავი მირნისკენ მიფრინავდა, მასში 54 ადამიანი იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ორი დღის წინ მოსკოვიდან აქტაუს მიმართულებით მიმავალი Sukhoi Superjet-100 ძრავის გაუმართაობის გამო სამარაში ვარიულად დაეშვა.
საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთმა Superjet-ს სერიის თვითმფრინავების წარმოება 3-ჯერ შეამცირა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის მსხვილ ავიაკომპანიებს. სანქციები მთლიანობაში შეეხო 40 რუსულ საწარმოს და დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების მრეწველობასთან.


