Accentnews.ge
კახოვკას კაშხლის ნგერევის გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა

კახოვკას კაშხლის ნგერევის გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა

15/06/2023 12:19:39 მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას' სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.

ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი.

თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელეგრამში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 18 ადამიანის დადასტურებული დაღუპვის შესახებ განაცხადა. საავადმყოფოებში 90-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს. ევაკუირებულია 7,5 ათასი ადამიანი.

წყალდიდობის ფონზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციების, კერძოდ, ქოლერის შესაძლო აფეთქებას ვარაუდობს. უწყების ინფორმაციით, წყლის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური აქტივობა დაფიქსირდა. ჯერ არ არის გამოვლენილი დაავადებების შემთხვევები, მაგრამ ექიმები ემზადებიან სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის.

კახოვკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S