Accentnews.ge
ჭიათურაში, სადაც  მე-4 დღეა, მაღაროელები შიმშილობენ, სახალხო დამცველი ჩავიდა

ჭიათურაში, სადაც  მე-4 დღეა, მაღაროელები შიმშილობენ, სახალხო დამცველი ჩავიდა

15/06/2023 11:44:03 საზოგადოება

ჭიათურაში, სადაც მე-4 დღეა, მაღაროელები შიმშილობენ, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჩავიდა.

„შევხვდი გაფიცულებს. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან, ეს არის შრომის უფლება. მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ დანიშნული არის სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, პოზიციები იყოს დაახლოებული და შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს", -აცხადებს ლევან იოსელიანი.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S