Accentnews.ge
თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსებმა შეიძინეს

თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსებმა შეიძინეს

15/06/2023 11:46:42 მსოფლიო

2023 წლის მაისში თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი 46,9%–ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,1 ათას ერთეულზე მეტი შეადგინა.

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ჯამში, მაისში, ქვეყნის საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე 113 276 შეთანხმება შედგა, მათგან 3 167 ერთეული უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. უცხოელთა მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართის წილმა გაყიდვების მთლიან კალათაში 2,8%–ს მიაღწია.

უცხოელებმა ყველაზე მეტი საცხოვრებელი ბინა ანტალიაში შეიძინეს - 1245. მეორე ადგილზეა სტამბოლი - 934, მესამე მერსინი - 249.

მაისში თურქეთში ბინების შესყიდვაში ლიდერები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ - 991, შემდეგ ირანის - 503, უკრაინის - 175 და გერმანიის - 129 მოქალაქეები.

2023 წლის იანვარ-მაისში უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებლების რაოდენობა 37,8%–ითგაიზარდა და 16650 ერთეული შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S