Accentnews.ge
პეტრ პაველი: „ნატო–ს ომი რუსეთთან არავის სურს“

პეტრ პაველი: „ნატო–ს ომი რუსეთთან არავის სურს“

15/06/2023 10:59:40 მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ნატო–ს ცალკეული ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის სამხედროების მონაწილეობა, რუსეთთან ომში ალიანსის ჩართვა იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ომი არავის სურს, რადგან, მიუხედავად რუსეთის არმიისა და რუსეთის სახელმწიფოს მთელი სისუსტისა, ასეთი სცენარის შემთხვევაში, ძალიან სავარაუდოა, რომ ისინი (რუსები) ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მიმართავენ. მოსკოვმა ამაზე არაერთხელ მიანიშნა. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თითოეული გონიერი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, გამორიცხავდა ასეთ ვარიანტს [ნატო–ს ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში]“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

პეტრ პაველმა, რომელიც 2015-2018 წლებში ნატო–ს სამხედრო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალიანსის მომდევნო სამიტზე იგი მოელის „უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების შესახებ მძლავრი ფორმულირებების მიღებას“.

მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ასევე მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი ნატო-უკრაინის კომისიის სტატუსი ნატო-უკრაინის საბჭოს დონემდე ამაღლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S