Accentnews.ge
ოსტინი: არ შეცდეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში

ოსტინი: არ შეცდეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში

15/06/2023 09:42:35 მსოფლიო

შეერთებული შტატები თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის იმ შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რომელიც რუსეთი წინააღმდეგ საბრძოლველადაა აუცილებელი. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„უკრაინა კარგად არის მომზადებული მომავალი გამოწვევებისთვის. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ დგას 50-მდე კეთილგანწყობილი ქვეყნის გვერდით, რათა უზრუნველყოს უკრაინელების წვრთნა და აღჭურვილობა, რათა დაეხმაროს ქვეყანას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაში. მოკავშირეები გააგრძელებენ სუვერენიტეტის ღირებულებების დაცვას. მას შემდეგ რაც კრემლმა სასტიკი ომის გზა იარჩია, უკრაინის ჯარებმა გამორჩეული სიმამაცე და ოსტატობა გამოავლინეს. უკრაინის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. არ შეცდეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში", – განაცხადა ოსტინმა.

მან მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებსა და დანიას, ასევე გერმანიასა და პოლონეთს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ კოალიციებს ხელმძღვანელობენ:

"მივესალმებით მათ ლიდერობას, შეიქმნას ორი კოალიცია – ერთი თანამდეროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე, მათ შორის ამერიკულ F-16–ებზე უკრაინელთა მომზადებას უჭერს მხარს, მეორე უკრაინელებისთვის "ლეოპარდის" ტიპის ტანკებით უზრუნველყოფას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S