მედია: უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა
15/06/2023 09:20:11 მსოფლიო
უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა, – იუწყება Reuters სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
"უკრაინის კონტრშეტევა ფორმას იძენს, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ არ დამდგარა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მანძილზე არიან რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზთან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ნაწილი კვლავ მზადყოფნაშია", – იტყობინება გამოცემა.
უკრაინამ ოპერაციისთვის 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა შექმნა, მათგან ცხრა გაწვრთნილი და აღჭურვილია დასავლეთში. ბრიგადა , სულ მცირე, 3 500-4 000 ჯარისკაცს მოიცავს.
ბოლო პერიოდში უკრაინა და დასავლეთი კიევის წარმატებულ კონტრშეტევაზე იუწყებიან.


