Accentnews.ge
იონიის ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გამო საბერძნეთმა გლოვა გამოაცხადა

იონიის ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გამო საბერძნეთმა გლოვა გამოაცხადა

15/06/2023 08:00:36 მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ს ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ მომხდარი ტრაგედიის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფებთან კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და უპასუხეს: ”იტალიაში წასვლის გარდა არაფერი გვინდა”.

დაღუპულთა ეროვნება ჯერ–ჯერობით არ სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S