Accentnews.ge
რუსულ საპატიმროში გარდაიცვალა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ის წამებაზე საუბრობდა

რუსულ საპატიმროში გარდაიცვალა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ის წამებაზე საუბრობდა

15/06/2023 07:39:43 მსოფლიო

40 წლის რუსი აქტივისტი ანატოლი ბერეზიკოვი, რომელიც რუს სამხედროებზე ორიენტირებული უკრაინული პროექტის „მინდა, ვიცხოვრო“ ბუკლეტებს არიგებდა, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სპეციალური დაკავების ცენტრში გარდაიცვალა.

მისი ადვოკატი ირინა გაკი ეჭვობს, რომ კაცი წამების დროს შემოაკვდათ.

ადვოკატის ცნობით, აქტივისტს მოკვლით ემუქრებოდნენ, ხოლო წინა დღეს ბერეზიკოვს ელექტროშოკერის კვალი შეამჩნია. 14 ივნისს ადვოკატი მივიდა დაკავების ცენტრში და დაინახა სამედიცინო მანქანა, სადაც მამაკაცის ცხედარი გადაასვენეს.

ადვოკატი იხსენებს, რომ 10 მაისს ბერეზიკოვის სახლში ყოველგვარი დოკუმენტების წარდგენის გარეშე ჩატარდა ჩხრეკა. იმ დღეს, როგორც ბერეზიკოვმა ადვოკატებს განუცხადა, ნეკნები ჩაუმტვრიეს.

21 მაისს ბერეზიკოვს სპეციალური დაკავების ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით კვლავ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან ადვოკატს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქგარეთ გაიყვანეს, სადაც ელექტროშოკერის გამოყენებით აწამეს და ადვოკატზე უარის თქმა მოსთხოვეს. 31 მაისს ბერეზიკოვი სპეციალურ დაკავების იზოლატორში მესამედ მოათავსეს - 15 დღით წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

გაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა შეხვედრაზე საუბრობდა ზეწოლაზე, ძალადობასა და მუქარაზე – უშიშროების ძალები მას ომში გაგზავნით დაემუქრნენ. თუმცა ადვოკატის ყველა შუამდგომლობა და ბერეზიკოვის საჩივარი უარყო დონის როსტოვის სასამართლომ.

"მინდა, ვიცხოვრო" არის უკრაინის სახელმწიფო პროექტი, რომელიც შექმნილია რუსეთისა და ბელარუსის სამხედროებისთვის ნებაყოფლობითი ჩაბარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S