ყირიმში "დრონებით" შეტევის შესახებ იუწყებიან
15/06/2023 07:28:36 მსოფლიო
ყირიმში "დრონებით" შეტევის შესახებ იუწყებიან.
"უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერიებულია. 9 დრონიდან 6 საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ერთი ასეთი დრონი მაინც აფეთქდა სოფელ დოკუჩაევოში, სადაც ჩამსხვრეულია სახლების ფანჯრები. მსხვერპლი არ არის", – აცხადებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი.
რუსეთის ხელისუფლება ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით პერიოდული შეტევების გამო უკრაინის არმიას ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებს უარყოფს.


