ISW: უკრაინელები კონტრშეტევას წარმატებით, სულ მცირე, სამი მიმართულებით განაგრძობენ
15/06/2023 05:55:42 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ უკრაინელები კონტრშეტევას წარმატებით, სულ მცირე, სამი მიმართულებით განაგრძობენ.
"14 ივნისს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა წარმატებით განაგრძეს, სულ მცირე, სამი მიმართულებით", – აცხადებს ISW.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის თაობაზე ცნობებს როგორც კიევი, ასევე დასავლეთი ავრცელებს.


