Accentnews.ge
ევროპარლამენტმა კახოვკას ჰესის განადგურება ომის დანაშაულად აღიარა

ევროპარლამენტმა კახოვკას ჰესის განადგურება ომის დანაშაულად აღიარა

15/06/2023 05:45:17 მსოფლიო

ევროპარლამენტმა კახოვკას ჰესის განადგურება ომის დანაშაულად აღიარა. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის დანგრევა, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, გააგრძელოს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსი ოლიგარქების მილიარდობით ღირებულების გაყინული ფინანსური აქტივი უკრაინის აღდგენას მოახმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის: კახოვკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

უკრაინის შს მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

"ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვია. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა", – განაცხადა კლიმენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S