Accentnews.ge
ზელენსკი: „კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა, მსოფლიომ ეს გზები უნდა დაბლოკოს

ზელენსკი: „კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა, მსოფლიომ ეს გზები უნდა დაბლოკოს

15/06/2023 05:37:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების გზები უნდა დაბლოკოს.

„რუსმა არაადამიანებმა „კალიბრებით“ ოდესაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ „კალიბრების“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი გზა - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს რუსი რაკეტების მწარმოებლები იყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის სარაკეტო წარმოების საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S