რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა
15/06/2023 05:27:54 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელ თავდასხმაში კასპიის ზღვის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრნავი ტუ-95 მონაწილეობდა. გენერალური შტაბის ცნობით, მათ 4 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555) ისროლეს, რომელთაგან 1 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, დანარჩენები კი დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია ირანული წარმოების 20 დამრტყმელი დრონით და ყველა მათგანი განადგურებულია.
რუსეთის თავდასხმის გამო შუაღამის შემდეგ 05:00 საათამდე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომელმაც კიევი და უკრაინის ოლქების ნაწილი მოიცვა. აფეთქებები იყო ოდესაში, კრივოი როგსა და ხარკოვში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესასა და კროვიო როგზე სარაკეტო შეტევა 13 და 14 ივნისსაც მიიტანეს.. კრივოი როგში 12 ადამიანი დაიღუპა, ოდესაში - 3.


