
Cinexpress: კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით ვწყვეტთ კინოჩვენებებს
14/06/2023 19:14:53 საზოგადოება
კინოპლატფორმა Cinexpress.ge კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო „კინოს სახლში“ დროებით წყვეტს კინოჩვენებებს.
„კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით ვწყვეტთ კინოჩვენებებს. მოგიწოდებთ, შეუერთდეთ პროტესტს იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნებით ჩართული მის დაგეგმვასა და ორგანიზებაში“, – წერს Cinexpress.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება და თანამშრომლებს ათავისუფლებენ.