Accentnews.ge
"ოცნების" დეპუტატი: "კლინიკების გაყიდვას ვცდილობთ, ექვსი თვის წინ უამრავი კლიენტი გვყავდა, დღეს აღარავინაა"

"ოცნების" დეპუტატი: "კლინიკების გაყიდვას ვცდილობთ, ექვსი თვის წინ უამრავი კლიენტი გვყავდა, დღეს აღარავინაა"

14/06/2023 16:29:52 პოლიტიკა, საზოგადოება

დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე (ჩაჩავას კლინიკის აქციონერი) "ჯანდაცვის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. ცვლილებების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმება შეეძლება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონის მიღება სამედიცინო სექტორს ფინანსურად დააზიანებს.

"რა გავლენა ექნება ამ კანონს? მე და ჩემ შვილებს გვაქვს კლინიკები. ექვსი თვის უკან დავიწყეთ ზრუნვა მათ გაყიდვაზე. უამრავი კლიენტი მყავდა. ბოლო პერიოდში კლიენტი აღარაა, აი ეს შედეგი მოჰყვება მაგ კანონს. ჩემი შვილი ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და მაჩვენა ოქმი რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი. მე არ ვიცი ამ სააგენტოში კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, თუ არაკომპეტენტური, ამის შესახებ მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო. წავიკითხე ეს აქტი და ვიკითხე, თუ რატომ შევიდნენ, გავეცანი მოტივს და ოქმში ყველაფერზე იყო საუბარი, რაზეც იყო შემოსული ეს კომპეტენტური ორგანო. ანალოგიური წარმოდგენა დამრჩა ქალბატონი თამარის[გაბუნიას] პასუხებზე. ყველაფერზე ისაუბრეთ გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ყველაზე მეტ ადამიანს. წავიკითხოთ თქვენს მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი - სასამართლოსთვის მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს სამუშაო პროცესს - ეს თქვენი დაწერილია. ანუ სასამართლო ხელს გიშლით მუშაობაში. თუ გაიარეთ ეს საკითხი ოპოზიციასთან? ისინი ხშირად ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა, თქვენ ამბობთ რომ სასამართლო ხელს გიშლით. სამინისტრო მოდის პარლამენტში და გვეუბნება, რომ სასამართლო მუშაობაში ხელს გვიშლის. მე მსგავსი პრეცედენტი არსად არ გამიგია. ეს ინიციატივა პარლამენტში 4 თუ 5 თვის წინ იყო შემოსული, ვინმემ იკითხა თუ რატომ ჩავარდა? განმარტება ვინმემ გააკეთა? ახლა რატომ უნდა იყოს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება ამ ნორმაში? რომ დავუბრუნდეთ განმარტებით ბარათს, რას ემსახურება ეს ცვლილება? მე ვიცი რას ემსახურება, თუმცა თქვენ გეკითხებით, რას ემსახურება ეს ცვლილება? იქნება გაიგოს ვინმემ, რას ემსახურება ეს ცვლილება. მარტივად გვითხარით"– იკითხა დეპუტატმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მის გამოსვლას ცინიკური უწოდა:

"ბატონო ელგუჯა, ცინიკურ რიტორიკაში ვერც აგყვებით და ვერც მოგიგებთ. ჩვენი ინტერესი პაციენტის ჯანმრთელობის დაცვაა. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ჩემი 30-წლიანი გამოცდილება და კომპეტენცია, რაც მაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის მექანიზმი წინასწარი რეგულირების შეტყობინების გარეშე ინსპექტირების განხორციელების".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S