რუსეთის უმსხვილესი სამხედრო დანაყოფი საარტილერიო ცეცხლქვეშ გენერლის მოლოდინში განადგურდა
14/06/2023 15:39:30 მსოფლიო
უკრაინის ლუჰანსკის ოლქის დაბა კრემენნოეს მიდამოებში რუსი სამხედროები მასობრივად დაიხოცნენ უკრაინელთა საარტილერიო ცეცხლქვეშ, სანამ ფრონტის წინა ხაზზე ჩამწკრივებულნი გენერლის მისვლას ელოდნენ, - ამის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერები იუწყებიან. ისინი დაღუპულთა რაოდენობას არ აკონტკრეტებენ, თუმცა აზუსტებენ, რომ მათი რიცხვი რამდენიმე დღის წინ სამხრეთ დონეცკის მიმართულებაზე გამართულ ბრძოლებში დაღუპულებს მნიშვნელოვნად აღემატება.
"კრემენნაიას სიახლოვეს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა ერთ-ერთ დივიზიაში, რომელიც შეტევაზე გადასვლას აპირებდა. ორი საათის განმავლობაში ერთ ადგილზე შექუჩებული ადამიანები იდგნენ და ელოდებოდნენ დივიზიის მეთაურის სამოტივაციო სიტყვას! რას სჩადით, ბატონო მეთაურებო?! თუ ომის მეორე წლის შუისთვის კვლავ გვყავს მეთაურები, რომლებიც ადამიანებს წინა ხაზთან ამწკრივებენ მტრის არტილერიის დარტყმის მოლოდინში, ასეთი მეთაურები უნდა დავხვრიტოთ" - აღშფოთებულები წერენ რუსი სამხედრო ბლოგერები.
მათი ნაწილის ინფორმაციით, საუბარია გვარდიის მე-20 არმიაზე, რომელიც რუსული ჯარის ყველაზე მსხვილ შენაერთს წარმოადგენს.


