Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავუგზავნით"

სტოლტენბერგი: "ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავუგზავნით"

14/06/2023 15:13:13 მსოფლიო

ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა განაცხადა.

“ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან სოლიდარობის და მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავგზავნით და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთან არის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს შეათანხმებენ თუ არა მოკავშირეები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ფორმულირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტის განცხადებას აღემატება. მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესაბამისი დროის ჩარჩოს საკითხი მხოლოდ უკრაინაზე და ნატო-ს ყველა წევრზეა დამოკიდებული.

“ახლა კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციებს მხოლოდ უფრო გავართულებ თუ სხვადასხვა ელემენტზე ვისაუბრებ და დასკვნებს გავასწრებ… უპირველეს ყოვლისა, ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა… ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იხილეთ ასევე: НАТО–ს ქვეყნები ეძებენ გზებს, რათა დააჩქარონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S