Accentnews.ge
როსტოვის ოლქში მთავარი ელექტროსადგური აფეთქდა

როსტოვის ოლქში მთავარი ელექტროსადგური აფეთქდა

14/06/2023 14:24:43 მსოფლიო

რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოჩერკასსკის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძარია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მისივე ინფორმაციით, დაიწვა მეექვსე ენერგობლოკი, რის გამოც ჰიდროელექტროსადგური სრულად გაჩერდა.

ცეცხლს 15 ერთეული სპცეტექნიკა და 46 სპეციალისტი აქრობდა. შენობიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დამოუკიდებელი რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავდა 3 მამაკაცი.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ოფიციალური სტრუქტურები ტერაქტის ვერსიაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

როგორც ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა აღნიშნა, მომხდარის გამო რეგიონში ელექტროენერგიის განრიგი იქნება შემოღებული. ამ დროისთვის უშუქოდ 364 ათასი ადგილობრივი რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S