Accentnews.ge
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის სახურავები, გზები და ხიდები დააზიანა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის სახურავები, გზები და ხიდები დააზიანა

13/06/2023 13:48:45 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია იყო. ძლიერმა სეტყვამ 12 სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის სახურავები, გზები და ხიდები დააზიანა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სტიქიისაგან დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე ეცნობიან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

"12 სოფელი დაისეტყვა, ყველაზე მეტად დაზარალდა - ფხერო, ზემო ენთელი და ქვემო ენთელი. როგორც კი საშუალება მოგვეცა, სეტყვამ გადაიღო, მაშინვე წამოვედით სოფლებში. საკმაოდ დააზიანა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ზარალის დათვლა დაიწყება და მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს", - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S