Accentnews.ge
მედია: რუსეთის გმირი, კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი ადამ დელიმხანოვი უკრაინაში დაჭრეს

მედია: რუსეთის გმირი, კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი ადამ დელიმხანოვი უკრაინაში დაჭრეს

14/06/2023 09:46:35 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოეს თანამებრძოლად ითვლება, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიჭრა, – იუწყება „კავკაზ.რეალიი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდაზე“ დაყრდნობით.

სად, როდის და რა ვითარებაში მოხდა დელიმხანოვის დაჭრა ჯერ–ჯერობით უცნობია.

როგორც კადიროვი სოციალურ ქსელში წერს, დელიმხანოვი კავშირზე არ გამოდის. კადიროვის თქმით, მან უკრაინის დაზვერვის სამსახურს მიმართა თხოვნით, მიაწოდოს ინფორმაცია „ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე განხორციელდა თავდასხმა“ და ამ ინფორმაციისათვის უკრაინულ მხარეს „უხვ ჯილდოს“ ჰპირდება.

მანამდე, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დელიმხანოვის ბრძოლის ველზე დაღუპვის შესახებ. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლმა პოლიტოლოგმა კირილ საზონოვმა განაცხადა, რომ ჩეჩენი დეპუტატი უკრაინული დანაყოფების ოპერაციის შედეგად ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ პრიმორსკში დაიღუპა.

ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი სადეპუტატო მანდატს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის – „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციასაც უთავსებს. 2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S