Accentnews.ge
საქართველო-თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველო-თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

20/11/2019 07:41:52 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, თბილისი და ანკარა საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მხარეებმა თურქეთში გამართული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე მიიღეს.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს. 

„საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

კომისიის სხდომის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ  შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S