კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
14/06/2023 07:11:09 მსოფლიო
კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
13 ივნისს რუსული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
14 ივნისი კრივოი როგში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.


