
უკრაინა: ბოლო 24 საათში მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 9 "დრონი" გავანადგურეთ
14/06/2023 06:46:04 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 14 ივნისის ღამეს რუსებმა უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
"შავი ზღვიდან მტერმა 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ოდესის რეგიონის მიმართულებით, საიდანაც 3 გავანადგურეთ, ერთი კი სამოქალაქო ობექტს მოხვდა. ამასთან, რუსეთმა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან 10 ირანული "დრონი" გაუშვა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მათგან 9 ჩამოვაგდეთ", – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
მისი ცნობით, რუსეთის როსტოვის ოლქიდან მტერმა გაუშვა 6 "Kh-22" ტიპის ფრთოსანი რაკეტა Tu-22M3-ის შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენებიდან. საჰაერო ძალების ინფორმაციით, სამიზნე დონეცკის რეგიონი იყო.