Accentnews.ge
გაერო: მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც საკუთარი სახლები ომების, ძალადობისა და უფლებების დარღვევის გამო დატოვეს

გაერო: მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც საკუთარი სახლები ომების, ძალადობისა და უფლებების დარღვევის გამო დატოვეს

14/06/2023 06:02:57 მსოფლიო

მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც საკუთარი სახლები დატოვეს ომების, ძალადობის და უფლებების დარღვევის გამო.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს თავისი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა 108,4 მილიონმა ადამიანმა, რაც ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. მათგან 35,3 მილიონი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ლტოლვილია. 62,5 მილიონი თავის სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირია.

გაეროს მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 19,1 მილიონით გაიზარდა. მთავარ მიზეზად დასახელებულია ომი უკრაინაში. 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელი ლტოლვილების რიცხვმა 5,7 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, ადამიანების იძულებით გადაადგილების პროცესი არც 2023 წელს შენელებულა, რასაც, მათ შორის, სუდანში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამ შეუწყო ხელი. 2023 წლის მაისისთვის მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 110 მილიონს მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S