ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს
13/06/2023 19:37:19 მსოფლიო
აშშ–ის ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე წარდგენილ 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ყოფილი პრეზიდენტი მაიამის ფედერალურ სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ტრამპს ადანაშაულებენ "აშშ-ში ბირთვული შეიარაღების" და "უცხო ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების" შესახებ დოკუმენტების შენახვაში - სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება თეთრ სახლში ჩატარებულ შეხვედრებს დაზვერვის საკითხებზე, მათ შორის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების თაობაზე.
მთავარი ბრალდებები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


