
ნატო–ს გენერალური მდივანი: უკრაინელები წინ მიიწევენ
13/06/2023 15:54:06 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინელები კონტრშეტევის განხორციელების შედეგად წინ მიიწევენ. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო ემზადება სამიტისთვის, რომელზეც მოსალოდნელია, რომ ლიდერები უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განაცხადებენ.
დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.