
პუტინი: რუსეთი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალისა და "დრონების" ნაკლებობას განიცდის
13/06/2023 15:31:44 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყანა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალისა და "დრონების" ნაკლებობას განიცდის. ამის შესახებ მან სამხედრო ბლოგერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"გასული წლის განმავლობაში ძირითადი იარაღის წარმოება 2,7-ჯერ გაზარდა. რუსული იარაღის ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ ქვეყანა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალისა და "დრონების" ნაკლებობას განიცდის",– განაცხადა პუტინმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო.