რუსეთი მილიონერთა რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა
13/06/2023 14:03:46 მსოფლიო
რუსეთი 2022 წლის შედეგებით ქვეყნიდან მილიონერთა გადინების მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერობდა, - ნათქვამია ბრიტანული კონსალტინგური კომპანია Henley & Partners-ის კვლევაში.
ამავდროულად, ანალიტიკოსები კიდევ უფრო მაღალ გადინებას ელოდნენ, თუმცა პროგნოზირებული 15 ათასი მილიონერის ნაცვლად რუსეთი 8,5 ათასმა ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 43,4%-მა დატოვა, რაც დასავლურ სანქციებსა და სხვა მექანიზმებს უკავშირდება.
დაექვემდებარნენ რა დასავლურ სანქციებს, რუსეთის შეძლებულმა მოქალაქეებმა თავისი კომპანიებისგან დივიდენდების მიღება განაგრძეს, მაგრამ ამ სახსრების შიდა ბაზარზე მიმართვა მოუწიათ, - წერს Bloomberg-ი. ასე მაგალითად, 5-მა რუსმა მილიარდერმა, რომელთა შორისაა ვლადიმირ პოტანინი, ლეონიდ მიხელსონი და გენადი ტიმჩენკო, 10 მილიარდ დოლარზე მეტი დივიდენდები მიიღეს.
"დასავლურმა სანქციებმა რუს მილიარდერებს კარი ჩაუკეტა და კიდევ უფრო მეტად მიაბა ისინი კრემლს, რაც მათ სახსრებზე რუსეთის კონტროლს ზრდის და ხელს უწყობს პუტინის მოწოდების რეალიზებას, რუსულ ბიზნესში მოახდინონ ინვესტირება. მიუხედავად ამისა, შეძლებული მოქალაქეების გადინების მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება, რომელიც გასულ წელს 10,8 ათასმა მილიონერმა დატოვა. ტოპ ათეულში შედიან ასევე: ინდოეთი (7,5 ათასი), ჰონკონგი (2,4 ათასი), ბრაზილია (1,8 ათასი), ბრიტანეთი (1,6 ათასი), მექსიკა (800), სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკა (400-400).
ირკვევა, რომ შეძლებული ადამიანების უმრავლესობა 2022 წელს გადაბარგდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (5,2 ათასი), ავსტრალიაში (3,8 ათასი), სინგაპურში (2,9 ათასი), შვეიცარიასა (2,2 ათასი) და აშშ-ში (1,5 ათასი).
Henley & Partners-ის მკვლევარების პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთს კიდევ 3 ათასი მილიონერი დატოვებს, რის შემდეგაც რუსეთი შეძლებული ადამიანების გადინების მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს ჩინეთის, ინფოეთისა და ბრიტანეთის შემდეგ, ჩინეთი კი ლიდერობას შეინარჩუნებს 13,5 ათასი შეძლებული მოქალაქის მოსალოდნელი გადინებით.


