შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკას კაშხლის ნგრევას უკავშირებენ
13/06/2023 13:16:20 მსოფლიო
კახოვკას ჰესის დანგრევის შემდეგ შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა, – იუწყება შესახებ გამოცემა „კედრი“ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად, სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ ნაკლები. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრიდლია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ.
ეკოლოგი ევგენი სიმონოვი აცხადებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვეების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია.
„დენპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 ერთ კვირაში“, - განაცხადა მან.
ოდესის სანაპოროებზე ზვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება. წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ.
კახოვკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.
კაშხლის განადგურების გამო ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი წყლით დაიფარა, ფართობის დაახლოებით 30% მარჯვენა სანაპიროზეა, დანარჩენი კი რუსეთის მიერ ოკუპირებული დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა, 35 კი დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.


