Accentnews.ge
დოლიძე: არ შეიძლება, ყველგან იყოს იურისტი, რაც კინოცენტრში ხდება, დაუშვებელია

დოლიძე: არ შეიძლება, ყველგან იყოს იურისტი, რაც კინოცენტრში ხდება, დაუშვებელია

13/06/2023 12:05:12 საზოგადოება

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც ხელისუფლებისადმი მხარდაჭერილი განცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რომ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელია.

"არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება, ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება, მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არა არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს", - განაცხადა დოლიძემ "ფორმულასთან" საუბრისას.

კინოცენტრის თანამშრომლების ნაწილი გამოცხადებულ რეორგანიზაციას აფასებს მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და კინოცენტრის ბერკეტი სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს. ისინი მოითხოვენ, დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეწყდეს და დირექტორი კონკურსის საფუძველზე დაინიშნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S