Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონით დაფინანსდა, თანხის 47% ხელფასებში დაიხარჯა

"ფლანგვის დეტექტორი": მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონით დაფინანსდა, თანხის 47% ხელფასებში დაიხარჯა

13/06/2023 12:02:37 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონი ლარით დაფინანსდა, რომლის 47% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა".

"2022 წლის მონაცემებით აკადემიას საერთო ჯამში 78 წევრი ყავდა, მათგან 64 აკადემიკოსი, ხოლო 14 წევრი- კორესპონდენტი. კანონის თანახმად აკადემიის წევრი აკადემიკოსების თვიური პენსია მინიმუმ 1,600 ლარია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო წევრ-კორესპოდენტების მინიმუმ 1,000 ლარი.

www.resurchify.com -ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი “მოამბე”-ს საერთო სამეცნიერო რეიტინგი 18,830-ია, ხოლო SJR-ის თანახმად ამ ჟურნალის სამეცნიერო გავლენა 0.194-ითაა შეფასებული.

შედარებისთვის, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს სიახლეები გეოლოგიასა და ტექნიკურ მეცნიერებაზე საერთო რეიტინგში 12,224-ე ადგილი უკავია, ხოლო SJR-ის რეიტინგში 0.394 ქულა აქვს.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის “მათემატიკისა და მექანიზმის ინსტიტუტის” ჟურნალის საერთო რეიტინგი 9,677-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 0.518-ია.

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის საერთო რეიტინგი 361-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 4.184", – წერს "ფლანგვის დეტექტორი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S