
ნოტინჰემში სამი ცხედარი იპოვეს
13/06/2023 11:38:33 ევროპა
ინგლისის ქალაქ ნოტინჰემში სამშაბათს დილით ქუჩაში სამი ცხედარი იპოვეს. პოლიციამ "მსხვილი ინციდენტისა" და ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა,– იუწყება Sky News.
პოლიციის ცნობით, ისინი დილის 4 საათის შემდეგ გამოიძახეს, როდესაც ქუჩაში ორი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შემდეგ ოფიცრები გამოიძახეს სხვა ინციდენტის თაობაზე, რომელიც მხოლოდ ერთი მილის მოშორებით ვითარდებოდა: ფურგონი ცდილობდა, სამ ადამიანს დაჯახებოდა. ისინი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე ცხედარიც იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით 31 წლის კაცი დააკავეს.
"ოფიცრები და სხვა საგანგებო სამსახურები რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ მიმდინარე სერიოზულ ინციდენტთან", – განაცხადეს პოლიციაში.
ტრამვაის ქსელმა Nottingham Express Transit (NET) ასევე განაცხადა, რომ მან შეაჩერა ყველა სერვისი "ქალაქსა და გარეუბნებში სერიოზული ინციდენტების გამო".
საგამოძიებო მოქმედებების გამო ქალაქში ექვსი ქუჩა გადაკეტილია.
"მიგვაჩნია, რომ სამი ინციდენტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი პირი დავაკავეთ. გამოძიება საწყის ეტაპზეა და დეტექტივების ჯგუფი მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა", - აცხადებენ პოლიციაში.