Accentnews.ge
ძალოსნობაში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სომხეთი ვერ უმასპინძლებს

ძალოსნობაში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სომხეთი ვერ უმასპინძლებს

13/06/2023 10:29:21 კავკასია

2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში ბაჰრეინის ქალაქ მანამაში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კუბის დედაქალაქ ჰავანაში მიწვეულ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ მანამამ წარმატებით უმასპინძლა ძალოსნობაში აზიის ჩემპიონატს 2022 წელს. დანარჩენი ორი კანდიდატი იყო სომხეთის დედაქალაქი ერევანი და ალბანეთის დედაქალაქი ტირანა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ის ცნობით, აზერბაიჯანის ძალოსნობის ფედერაციის წევრი ანარ ჰუსეინოვი მიესალმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ „ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს ერევანში აზერბაიჯანის დროშის დაწვამ დაადასტურა, რომ სომხები დღეს მზად არ არიან არა მხოლოდ მშვიდობისთვის, არამედ ყველაფრისთვის, მათ შორის დიდი საერთაშორისო ტურნირის გამართვისთვის":

„ჩვენი დროშის ასეთი უხეში უპატივცემულობა უნდა დასჯილიყო. იმავე დღეს გავუგზავნეთ შესაბამისი წერილები საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ფედერაციებს და მოვითხოვეთ სომხების ქმედებების დაგმობა როგორც მორალურად, ასევე იურიდიულად“.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ძალოსნობის ფედერაციის მთავარი მიზანი იყო, სომხეთს 2024 წლის ჩემპიონატის ორგანიზების შესაძლებლობა ჩამორთმეოდა და ეს რეალობად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სომხებს ამ ჩემპიონატის მასპინძლობა "პრაქტიკულად, გარანტირებული ჰქონდათ".

აზერბაიჯანის დროშას 14 აპრილს ცეცხლი წაუკიდა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის სტილისტმა არამ ნიკოლიანმა, რომელიც იმ მომენტში არ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ტელევიზიას. ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და იმავე დღეს გაათავისუფლეს. როგორც ნიკოლიანმა განმარტა, სურდა ეჩვენებინა, რომ „სომხები არ ეგუებიან ზოგიერთ სიტუაციას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S