SIPRI: 2022 წელს ბირთვული არსენალი გაფართოვდა და მოდერნიზაციას დაექვემდებარა
13/06/2023 10:20:01 მსოფლიო
მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა თავიანთი არსენალების გაფართოება და მოდერნიზაცია განაგრძეს, – იუწყება სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI).
SIPRI–ს ცნობით, ბირთვული არსენალის მქონე ცხრა სახელმწიფოს - აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს - შორის რამდენიმემ არსენალში ახალი ტიპის იარაღი შეიტანა.
12 ივნისს ანგარიში გამოაქვეყნა "ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამაც" (ICAN), რომელიც წერს, რომ ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფომ, საერთო ანგარიშით, ბირთვულ იარაღზე გასულ წელს $82,9 მილიარდი დოლარი დახარჯა. მისი ცნობით, ამ თანხის ნახევარზე მეტი – 43,7 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, მსხვილი მხარჯველები არიან ასევე რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც, შესაბამისად, გაიღეს $11,7 მილიარდი და $9,6 მილიარდი.


