Accentnews.ge
შვედეთი თურქეთს ერდოღანის კრიტიკოსს გადასცემს

შვედეთი თურქეთს ერდოღანის კრიტიკოსს გადასცემს

13/06/2023 09:58:37 მსოფლიო

შვედეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ქურთების მუშათა პარტიის" მხარდამჭერის, თურქეთის 35 წლის მოქალაქის სამშობლოში ექსტრადირების თაობაზე.

შვედური მედიის ინფორმაციით, ხსენებულ პირს, თურქულმა სასამართლომ 2013 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4,7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

30 მაისს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ "ექსტრადიციის შესახებ კანონისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, აღნიშნული მოქალაქის თურქეთისთვის გადასაცემად არავითარი წინაღობა არ არსებობს.

თავად დაკავებული ირწმუნება, რომ მის მიმართ ბრალდება ფალსიფიცირებულია და პრეზიდენტ ერდოღანის რეჟიმი მას "ქურთების მუშათა პარტიის" მხარდაჭერისთვის ებრძვის, რომ მან თურქეთი ვადამდე პირობით გათავიუსუფლების შემდეგ ლეგალურად დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლებაც მიიღო.

როგორც შვედური მედია აღნიშნავს, ეს თურქეთში ექსტრადიციის პირველი შემთხვევა იქნება შვედეთის მიერ NATO-ს წევრობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ.

ცნობისთვის: შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საკუთარ ნეიტრალურ სტატუსზე უარი განაცხადეს და NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს. მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი ამ დრომდე კანდიდატის სტატუსის მატარებელია და ძირითად პრობლემას თურქეთის წინააღმდეგობა ქმნის. ანკარია შვედეთისგან სწორედ "ქურთების მუშათა პარტიის" მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებასა და იმ ასზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირებას მოითხოვს, რომლებსაც შვედეთში თავშესაფარი აქვთ მინიჭებული. შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას 11-12 ივლისისთვის ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე იმედოვნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S