რუსეთის ირკუტსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (VIDEO)
13/06/2023 09:42:27 მსოფლიო
რუსეთის ირკუტსკის ოლქში, მდინარე ლენაზე ორი ტანკერის შეჯახების შედეგად წყალში 90-მდე ტონა ბენზინი ჩაიღვარა.
მომხდართან დაკავშირებით გუბერნატორმა იგორ კობზევმა ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ირკვევა, რომ ტანკერი, რომელსაც 832 ტონა ბენზინი გადაჰქონდა, სარემონტოდ მდგომ ხომალდს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ავზი 138 ტონა საწვავით.
ზიანის მასშტაბები დგინდება. მდგომარეობას ის ფაქტი ართულებს, რომ მდინარეში ხომალდები გადაადგილდებიან.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტანჯკერს კაპიტნის მოადგილე მართავდა, ვინაიდან თავად კაპიტანი მთვრალი იყო. ამასთან, ტანკერის მფლობელმა სადისპეჩეროს ავარიის შესახებ ერთსაათიანი დაგვიანებით შეატყობინა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


