პუტინმა დაჭრილ მეომრებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა
13/06/2023 09:30:21 მსოფლიო
დაჭრილმა მეომრებმა სამხედრო სამსახური უნდა გააგრძელონ და რუსეთის შეიარაღებული ძალების მომავალი სარდლობა დააკომპლექტონ, - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა ვიშნევსკის სახელობის ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში უკრაინის ომში დაჭრილ მეომრებთან შეხვედრისას.
"სწორედ თქვენნაირი ადამიანები გვჭირდება სამშობლოს, შეიარაღებულ ძალებს. თქვენ უნდა დააკომპლექტოთ მომავალი სამეთაურო შემადგენლობა, რადგან საკუთარ თავზე გაქვთ გამოვლილი რა არის საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ არ შედრკით და განაგრძეთ სამშობლოს წინაშე თქვენი ვალის შერულება" - მიმართა დაჭრილ მებრძოლებს პუტინმა.
ბოლოს პრეზიდენტმა უკრაინის ომში დაჭრილი მეომრები გასული წლის მაისში მოინახულა.
ცნობისთვის: რუსული არმია პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდის. უკრაინელთა კონტრშეტევის მოლოდინში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კადრებს "ყველა შესაძლო კუთხიდან აგროვებდა, საქმეში ჩართო როგორც მობილიზებულები, ისე რეზერვი, ტერიტორიული შენაერთები, ე.წ მოხალისეთა ბატალიონები, რომელთა დიდი ნაწილი პატიმრებითაა დაკომპლექტებული. ივნისის დასაწყისისთვის რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინაში 25 ათას 2018 მეომრის დაღუპვა ქონდა აღიარებული, თუმცა რეალურად, დასავლური დაზვერვების მონაცემებით, მათი რაოდენობა დიდი ხანია, 200 ათას გადასცდა.


