
სენაკში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა
13/06/2023 08:43:11 რეგიონები, რეკლამა
,,სისხლის ცენტრის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“ - გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.