სირიაში ამერიკული ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაშავდა 22 სამხედრო
13/06/2023 08:40:56 მსოფლიო
ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ინციდენტი 11 ივნისს მოხდა. მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.
დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 10 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
გამოძიება კატასტროფის მიზეზების გარკვევას ცდილობს. თუმცა, ვერტმფრენის ჩამოვარდნა არ იყო გამოწვეული "მტრის დაბომბვით", – აღნიშნა CENTCOM-მა.


