
თვითმფინავმა, რომელიც რეისს თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით ასრულებდა, იძულებითი დაშვება განახორციელა
23/05/2019 14:08:36 სხვა, საზოგადოება
ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, რეისს იგივე ბორტი შეასრულებს და თვითმფრინავი ბათუმში 20:30 საათზე იქნება.