უკრაინაში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
13/06/2023 07:58:09 მსოფლიო
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ კრივოი-როგში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტა გამთენიისას 5-სართულიან სახლს მოხვდა. საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონების და წესების დარღვევის მუხლით აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ „ტერორისტებს არასდროს აპატიებენ“ და თითოეულ რაკეტაზე პასუხს მოსთხოვენ.


