Accentnews.ge
ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

13/06/2023 07:21:45 საზოგადოება

რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

მაღაროელები აღნიშნავენ, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" დათმობაზე არ წავიდა.

მაღაროელები უკვე მე-8 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნები ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვაა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცულები თანამშრომლები კი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S