ბლინკენი: ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ
13/06/2023 07:07:38 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ უკრაინას შესთავაზონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი. ამის შესახებ მან ვაშინგტონში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, რასაც ნატო–ს სამიტზე შეიძლება ელოდოთ, არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი", -განაცხადა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ "ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის პუტინს, რომელსაც, როგორც ჩანს, სურს დაელოდოს, საერთაშორისო საზოაგდეობამ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება".
მისი თქმით, "დასავლეთის ქვეყნები ერთგულები არიან უკრაინის მიმართ არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც".
ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.


