კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის
13/06/2023 07:01:16 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლონოვსკის ხიდთან მდებარე ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნავთობის საცავიდან კვამლი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც შეიმჩნევა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.


