Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ერთ კვირაში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 6,5 კილომეტრით წაიწიეს წინ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ერთ კვირაში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 6,5 კილომეტრით წაიწიეს წინ

13/06/2023 05:55:55 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბოლო ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა, საერთო ჯამში, წინ წაიწიეს 6,5 კილომეტრით და კონტროლი დაამყარეს 90 კმ²-ზე", – განაცხადა მალიარმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ბახმუტის მიმართულებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, გასულ ერთ კვირაში კონტროლი დაიბრუნეს 16 კმ² ფართობზე.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარცხენა ფლანგზე წინ წაიწიეს 1,5 და მარჯვენაზე - 3,5 კილომეტრით", – განაცხადა მალიარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S