Accentnews.ge
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13/06/2023 05:10:31 საზოგადოება

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი პირ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო. ადიდებულმა მდინარე ვერემ მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.

წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S