უკრაინის თავდაცვა 7 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყება
12/06/2023 19:41:20 მსოფლიო
უკრაინის ტავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივნისის მდგომარეობით, რუსული ძალებისგან 7 დასხალებული პუნქტის გათავისუფლება მოხერხდა.
"გასული კვირის განმავლობაში დონეცკისა და ტავრიჩესკის საოპერაციო რაიონებში წარმოებული შეტევის შედეგად გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები: ლობკოვო, ლევადნოე, ნოვოდაროვკა, ნესკუჩნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე. შეტევითი ოპერაციის შედეგად უკრაინულმა ჯარმა აგრესორისგან 90კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლო და 6,5 კილომეტრით წაიწია წინ" - წერს ტელეგრამ-არხში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.
ცნობები უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ივნისის დასაწყისში გაჩნდა. 10 ივნისს კონტრშეტევის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული შვიდი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.


